22:51 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-12 17:10:49, 862 ნახვა

პოლიტიკა
გალუზინი - საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის წყალობით, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის რთული პერიოდი გადავლახეთ

საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის წყალობით, გადავლახეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის რთული პერიოდი, რომელიც 2019 წელს რადიკალების ცნობილმა პროვოკაციებმა გამოიწვია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა რუსული სამთავრობო მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც გალუზინი აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის 2023 წლის 10 მაისის შესაბამისი ბრძანებულებების შესრულებამ ხელი შეუწყო საქართველო-რუსეთს შორის კომუნიკაციის პირობებს, ბიზნეს წრეებს შორის კონტაქტების გაძლიერებასა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას.

"საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის წყალობით, გადავლახეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის რთული პერიოდი, რომელიც 2019 წელს რადიკალების ცნობილმა პროვოკაციებმა გამოიწვია. გასულ წელს საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა, გაუქმდა და პირდაპირი ფრენები განახლდა. ეს ნაბიჯები დადებითად მიიღო მთავრობამ და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ.

რუსეთის პრეზიდენტის 2023 წლის 10 მაისის შესაბამისი ბრძანებულებების შესრულებამ ხელი შეუწყო ჩვენს ერებს შორის კომუნიკაციის პირობებს, ხელი შეუწყო ბიზნეს წრეებს შორის კონტაქტების გაძლიერებას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას", - განაცხადა გალუზინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics