|
2024-02-05 14:32:03, 735 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური გინტურის მკვლელობაზე - რთულია, გამოძიების კუთხით რამე რეაგირება გავაკეთოთ
სამწუხარო ფაქტია ნამდვილად, თუმცა მე მინდა ხაზ გავუსვა, რომ რთულია, ჩვენი მხრიდან რამე რეაგირება გავაკეთოთ გამოძიების კუთხით, როდესაც ვერ გადავდივართ და ვერ ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს მეორე მხარეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა. გომელაურის თქმით, საზღვრებს სრულად ისეთი ქვეყანაც ვერ აკონტროლებს, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. "სამწუხარო ფაქტია ნამდვილად, თუმცა მე მინდა ხაზ გავუსვა, რომ რთულია, ჩვენი მხრიდან რამე რეაგირება გავაკეთოთ გამოძიების კუთხით, როდესაც ვერ გადავდივართ და ვერ ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს მეორე მხარეს. აქედან გამომდინარე, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, გაძლიერებაა ამა თუ იმ სექტორის, ამა თუ იმ ადგილის. სამმხრივად ხდება შეთანხმება, ჩვენ არ გვაქვს თვითნებურად საგუშაგოს გახსნის, გაუქმების, ან გადატანის [უფლება]. თუნდაც 10 მეტრით რომ გადავაადგილოთ საგუშაგო, უნდა შეთანხმდეს ევროკავშირთან, სადამკვირვებლო მისიასთან, ასევე მესამე მხარესთან. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ ხოლმე, მოძრავი პატრული დავნერგოთ და სიღრმეში ვიმუშაოთ, რომ არ იყოს შენიშვნა",- თქვა გომელაურმა. შეგახსენებთ, 2023 წლის 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობდა. 8 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ძმის სავარაუდო მკვლელები დაასახელა. ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან. 9 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილი გაათავისუფლეს, 11 ნოემბერს, კი რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური სოფელ კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)