03:34 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-05 12:21:02, 685 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - არ მგონია, საქართველოში მოიძებნებოდეს პოლიტიკოსი, რომელსაც შეეძლო, „ნაცმოძრაობა“ დაეშალა, გარდა ხაბეიშვილისა

არ მგონია, საქართველოში მოიძებნებოდეს პოლიტიკოსი, რომელსაც შეეძლო, „ნაციონალური მოძრაობა“ დაეშალა, გარდა ლევან ხაბეიშვილისა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, „ეს შეუქცევადი პროცესია და ვინ სად წავა და რომელ პარტიას დატოვებს ან გაერთიანდება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“.

„ეს შეუქცევადი პროცესია. ის დაპირისპირება, რომელიც იკვეთება, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობას“ ვერ ვიტყვი, გადაჯგუფება მთლიანად ოპოზიციაში ხდება. რეალურად, ესენი ერთი ჯგუფის წარმომადგენლები არიან. დღეს შეიძლება ერთი სახელი დაირქვან, ხვალ მეორე. გუშინ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, დღეს „ლელოა“. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. საზოგადოებამ უკვე იცის, ვინ არიან ეს ადამიანები, რას წარმოადგენენ, რა არის მათთვის მთავარი მამოძრავებელი, ვისგან იმართებიან, საიდან იმართებიან, ყველაფერი ცხადი და ნათელია. ვინ სად წავა და რომელ პარტიას დატოვებს ან გაერთიანდება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატები „კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ და საკუთარი სამშობლო არ უყვართ".

„ვიცით, რეალურად ვინ არიან ეს ადამიანები, რითი იკვებებიან, საიდან იმართებიან. საზოგადოებამ იცის, ვინ რას წარმოადგენს, ვინ საიდან ფინანსდება, რატომ ფინანსდება, რა განცხადებებს აკეთებინებენ. მათ სძულთ ჩვენი ქვეყანა, უსამშობლო ადამიანები არიან, აქვთ კონკრეტული დავალებები, ვისგან, ვიცით ყველამ და ამ დავალებებს ასრულებენ“, - დასძინა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics