04:44 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-02 13:00:42, 643 ნახვა

პოლიტიკა
მაჭარაშვილი - ახლა სალომე ზურაბიშვილის ბოლო ბანაობაა პარლამენტში

ახლა სალომე ზურაბიშვილის ბოლო ბანაობაა საქართველოს პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს სახელმწიფოზე, ქართულ კონსტიტუციასა და საზოგადოებაზე "ბოიკოტი გამოაცხადა და თამაშგარე აღმოჩნდა".

"ზურაბიშვილმა ჯერ თვითონ გამოაცხადა ბოიკოტი საქართველოს სახელმწიფოზე, ქართულ კონსტიტუციაზე და საქართველოს საზოგადოებაზე და თამაშგარე აღმოჩნდა. ახლა გასაგებია, ფორმალური მხარეა, მისი ბოლო ბანაობაა საქართველოს პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით.

ახლა მე დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ რამე საინტერესოს იტყვის. მოჰყვება ზღაპრებს და დააბრალებს ყველაფერს ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას. შესრულდება ფორმალური მხარე, რომ მოვა პრეზიდენტი და იტყვის თავის სიტყვას”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 6 თებერვალს წარსდგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics