04:45 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-01 14:56:45, 569 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - მადლობა მინდა გადავუხადო მთლიანად გუნდს, პირველ რიგში, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დაასახელა ჩემი კანდიდატურა პოლიტსაბჭოს სხდომაზე

პირველ რიგში, მინდა, ირაკლი ღარიბაშვილს მივულოცო პარტიის თავმჯდომარედ არჩევა, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მთლიანად გუნდს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დაასახელა ჩემი კანდიდატურა პოლიტსაბჭოს სხდომაზე,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრობის თანამდებობა საპასუხისმგებლო პოზიციაა და მნიშვნელოვანი გამოწვევების დასაძლევად, მნიშვნელოვანია გუნდის ერთიანობა. 

"პირველ რიგში, მინდა ირაკლი ღარიბაშვილს მივულოცო პარტიის თავმჯდომარედ არჩევა, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მთლიანად გუნდს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დაასახელა ჩემი კანდიდატურა პოლიტსაბჭოს სხდომაზე, ასევე პოლიტსაბჭოს თითოეულ წევრს, ყრილობის დელეგატებს, ჩვენს გუნდს მინდა მადლობა გადავუხადო. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არის ძალიან საპასუხისმგებლო პოზიცია და იმედი მაქვს, გუნდის იმედებს სათანადოდ გავამართლებ. ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს, ბუნებრივია და გუნდის ერთიანობა ამ შემთხვევაში არის საკვანძო",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics