01:02 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-30 11:20:06, 561 ნახვა

საზოგადოება
გლდანის I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან სკვერის მოწყობა დაიწყო

გლდანის რაიონის გამგეობამ I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე  ხორციელდება არსებული ინვენტარის დემონტაჟი. ჯამში, სკვერის მოწყობის სამუშაოები დაახლოებით, 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება ფიტნეს ზონა და ტენისის მაგიდა.

„ადგილზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები - დაითესება ბალახი და დაირგვება 372 ხე-მცენარე (102 ხე და 270 ბუჩქი). ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 588 887 ლარი დაიხარჯება.

სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics