10:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-24 15:43:08, 920 ნახვა

მსოფლიო
რუსული მედია - ბელგოროდში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა

რუსეთის ფედერაციაში, ბელგოროდში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბორტზე კიდევ 9 ადამიანი - ეკიპაჟის 6 წევრი და 3 თანმხლები პირი იმყოფებოდა.

რეგიონის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ბელგოროდში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, Ил-76, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 11:00 საათზე ჩამოვარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics