08:36 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-19 19:50:27, 971 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ჩვენი სურვილი და მიზანია გავაღრმავოთ ჩინეთთან თანამშრომლობა სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მიმართულებით, პოტენციალი არის ძალიან დიდი

ჩვენი სურვილი და მიზანია გავაღრმავოთ ჩინეთთან თანამშრომლობა სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მიმართულებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა, განსაკუთრებული პოტენციალი გვაქვს ეკონომიკის სფეროში, ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მმართველი პარტიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ჩინეთთან შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ გაღრმავდეს პარტნიორობა ყველა სფეროში.

„დღეს დავასრულეთ ვიზიტი ჩინეთში, გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები მმართველი პარტიის საგარეო გუნდის ხელმძღვანელობასთან, მინისტრთან, მინისტრის მოადგილესთან, ასევე ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან, ეროვნული სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოადგილესთან, ასევე ქალაქ შანხაის ხელმძღვანელობასთან. პოტენციალი არის ძალიან დიდი. ჩვენი სურვილი და მიზანია გავაღრმავოთ ჩინეთთან თანამშრომლობა სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მიმართულებით. შარშან ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რაც ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ გაღრმავდეს პარტნიორობა აბსოლუტურად ყველა სფეროში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა, განსაკუთრებული პოტენციალი გვაქვს ეკონომიკის სფეროში, ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics