13:56 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-17 18:03:45, 658 ნახვა

მსოფლიო
პაკისტანი ირანთან ყველა მაღალი დონის დიპლომატიურ ურთიერთობას შეაჩერებს

პაკისტანი ირანთან ყველა მაღალი დონის დიპლომატიურ ურთიერთობას შეაჩერებს. ამის შესახებ პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

პაკისტანის საგარეო უწყების პრესსპიკერის, მუმტაზ ზაჰრა ბალოჩის თქმით, ისლამაბადი ირანიდან ელჩს გამოიწვევს და ასევე პაკისტანში ირანის ელჩს, რომელიც ამჟამად ირანში იმყოფება, პაკისტანში არ შეუშვებენ.

„ეს უკანონო ქმედება სრულიად მიუღებელია და არავითარი გამართლება არ აქვს. პაკისტანი იტოვებს უფლებას, უპასუხოს ამ უკანონო ქმედებას და შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ირანს ეკისრება“, - განაცხადა პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics