23:19 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-10 09:47:26, 1455 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, სარატოვის ოლქში უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ოთხშაბათს ღამით, სარატოვის ოლქის ტერიტორიაზე უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, უწყება "უკრაინის შეიარაღებული ძალების ქმედებას ტერაქტის მცდელობად აფასებს".

გუბერნატორ რომან ბუსარგინის თქმით, შემთხვევა ენგელსის რეგიონის ცაზე მოხდა.

მისივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც BBC-ის რუსულენოვანი სამსახური წერს, სარატოვის ოლქში, ქალაქ ენგელსის მახლობლად არის აეროდრომი, სადაც რუსული სტრატეგიული ბომბდამშენები არიან განლაგებული, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რაკეტებს უშვებენ.

"უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან სარატოვის ოლქის საზღვრამდე, დაახლოებით, 500 კილომეტრია, ხოლო ქალაქ ენგელსის მახლობლად აეროდრომამდე 600 კმ-ზე მეტი",- წერს მედიასაშუალება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics