12:28 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-30 16:10:46, 7848 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ივანიშვილის რჩევები ისეთი ვერ იქნებოდა, როგორც ის ამას საპატიო თავმჯდომარის ამპლუაში მოახერხებს

ის რამდენიმე ადამიანს, პარტიის ლიდერებს აძლევდა რჩევებს მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე. ბუნებრივია, ამან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და მისი რჩევები ფასდაუდებელია, მაგრამ როდესაც ადამიანი უშუალოდ არის ჩართული და ამას პერმანენტული ხასიათი აქვს და არა პოლიტიკიდან დისტანცირებული ადამიანი აკეთებს ამას, ეს ჩართულობის აბსოლუტურად სხვა ხარისხია. ეს არის მთავარი განსხვავება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის კონსულტაციები, რჩევები და ჩართულობის ხარისხი ისეთი ვერ იქნებოდა, როგორც ის ამას მოახერხებს საპატიო თავმჯდომარის ამპლუაში.

„ძალიან ბუნებრივი ამბავია, იმიტომ რომ სად ახლა პოლიტიკიდან დისტანცირებული ადამიანის მიერ რჩევების მიცემა 2-3 ადამიანისათვის და სად მისი უშუალო ჩართულობით კონსულტაციების გამართვა, აბსოლუტურად განსხვავებული ხარისხის იქნება და მან, ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორად მიიჩნია საჭიროდ, რომ აი ამ ფონზე და ამაზეც ილაპარაკა მან, წეღანაც ვთქვი და გავიმეორებ, რომ საუბარია აბსოლუტურად მოშლილ ოპოზიციაზე, მავნებლობა ფუნქცია არ არის და სხვა ფუნქცია ოპოზიციას ამ ქვეყანაში არ აქვს, ამ ფონზე ჩნდება სხვადასხვა გამოწვევები და იმ გლობალური გამოწვევების ფონზე, როდესაც ეს გამოწვევები ერთმანეთს ემატება ბუნებრივია პერმანენტული ჩართულობა, პერმანენტული კონსულტაციები განსხვავებულ ხარისხს ქმნის ამ ყველაფრისას და ამის გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული", - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics