01:11 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-30 10:55:20, 3839 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - რუსეთის მიერ გაშვებული 10 დრონიდან 5 გავანადგურეთ

30 დეკემბრის ღამეს, რუსი ოკუპანტები უკრაინას Shahed-ის ტიპის 10 დრონით დაესხნენ თავს, რომელთაგან 5 უკრაინამ გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტებმა საჰაერო იერიშები 14 დასახლებაზე მიიტანეს.

„ღამით რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს უკრაინას Shahed-136/131 ტიპის 10 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 5 დრონი გაანადგურა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინის გენშტაბის ცნობითვე, ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერთან 56 სამხედრო შეტაკება მოხდა.

"ოკუპანტებმა უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე 150 სარაკეტო და 74 საჰაერო, ასევე 84 იერიში მიიტანეს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან", - აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics