15:22 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-26 13:27:34, 807 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ენგურჰესის კაშხალთან „სამუშაო შეხვედრა“ გამართა

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კრისტინა ოზგანი  "სპუტნიკ აბხაზიას" უდასტურებს, რომ ენგურჰესის კაშხალთან, "ქართულ მხარესთან სამუშაო შეხვედრა" ჰქონდა.

ოზგანის თქმით, "აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ ვარდნილჰესების რეკონსტრუქციის დაწყებას აპირებს".

"განხილულ იქნა 2024 წლის იანვარ-მარტში ელექტროენერგიის გამომუშავების მოცულობის საკითხები, ამ პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების გრაფიკი წყალსაცავში წყლის საჭირო დონის შენარჩუნების გათვალისწინებით, ასევე კომპლექსის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები",- უთხრა ოზგანმა პროპაგანდისტულ მედიას. 

ცნობისთვის, მანამდე, 23 დეკემბერს Нужная газета-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 22 დეკემბერს, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.მთავრობის წარმომადგენლებმა, ე.წ. ეკონომიკის მინისტრის, კრისტინა ოზგანის ხელმძღვანელობით, ზუგდიდში ენგურჰესის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics