21:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-22 16:32:27, 765 ნახვა

მსოფლიო
ორბანი - რუსეთს უკრაინისთვის ომი არ გამოუცხადებია - ეს არის სამხედრო ოპერაცია

რუსეთს უკრაინისთვის ომი არ გამოუცხადებია, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ორბანმა აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არის "სამხედრო ოპერაცია" და "ომი იქნება მაშინ, როდესაც ამას რუსეთი გამოაცხადებს".

"ეს არის სამხედრო ოპერაცია. ორ ქვეყანას შორის ომი არ გამოცხადებულა. როცა რუსეთი გამოაცხადებს ომს, მაშინ იქნება ომი. უნდა გვიხაროდეს, რომ ომი არ გამოცხადებულა, რადგან მაშინ რუსეთში საერთო მობილიზაცია გამოცხადდებოდა. ამას არავის ვუსურვებ", - განაცხადა ორბანმა.

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არის ერთადერთი ლიდერი ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს ლიდერებიდან, რომელმაც გასულ კვირას ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის განკუთვნილი 50 მილიარდი ოდენობის დახმარების პაკეტი დაბლოკა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics