22:28 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-21 11:26:41, 919 ნახვა

მსოფლიო
სომხეთმა Sputnik Armenia-ს მაუწყებელს ლიცენზია შეუჩერა

სომხეთმა 30 დღით შეუჩერა მაუწყებლობის ლიცენზია კომპანია Тоспа-ს, რომელიც რადიო Sputnik Armenia-ს გადასცემს. 

როგორც სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისია აცხადებს, გადაწყვეტილება Тоспа-ს მიმართ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიიღეს. 

მარეგულირებლის თქმით, ოქმი რუსი პროპაგანდისტის, ტიგრან კეოსაიანის საავტორო გადაცემის გასვლის შემდეგ შეადგინეს. 

კომისიის მტკიცებით, 17 ნოემბრის ეპიზოდში პროპაგანდისტმა სომხეთსა და მის ხალხზე "დამცინავი და დამამცირებელი სიტყვებით" ისაუბრა და "კანონით აკრძალული ქმედებებისკენ" მოწოდება გააჟღერა.

თავის მხრივ, Sputnik Armenia ამტკიცებს, რომ კეოსაიანმა გადაცემაში "არაერთი მკაცრი და კრიტიკული შეფასება გააჟღერა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიმართ, დაადანაშაულა ღალატში და დაუსვა კითხვა, მართლა ფიქრობს თუ არა ფაშინიანი, რომ "ცოცხლად დარჩება ამ ღალატის შემდეგ". Sputnik-ი ირწმუნება, რომ კომისიამ ეს სიტყვები ძალადობის წაქეზებად მიიჩნია.

კომისიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება Тоспа-ც, რომლის ადვოკატის, სიმონ ფარმანიანის თქმით, კეოსაიანის აღნიშნული განცხადება არა ძალადობისკენ მოწოდებას, არამედ "ადამიანის პიროვნების შეფასებას" წარმოადგენდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics