23:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-18 21:16:53, 819 ნახვა

მსოფლიო
მიშელი - EU 2024 წლის პირველ თებერვალს გამართავს სამიტს, სადაც უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების საკითხზე იმსჯელებს

ევროკავშირი 2024 წლის პირველ თებერვალს გამართავს სპეციალურ სამიტს, სადაც ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ ევროკავშირის ბიუჯეტის, მათ შორის უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დამატებითი დახმარების გამოყოფის საკითხს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, ევროკავშირის 26 ქვეყნის ლიდერებს ჯერ კიდევ სურთ დაარწმუნონ უნგრეთი გადაწყვეტილებაზე ვეტოს მოხსნაში.

"ევროკავშირის სამიტი მრავალწლიანი ბიუჯეტის შესახებ 1-ელ თებერვალს გაიმართება. უკრაინის დახმარების დასამტკიცებლად, ცოტა მეტი დრო გვჭირდება უნგრეთის დასარწმუნებლად", - განაცხადა მიშელმა.

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის გამოყოფილი ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი დაბლოკა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics