17:46 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-18 14:13:48, 663 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - 2008 წელს რომ ყოფილიყო ივანიშვილი და „ოცნება“ ხელისუფლებაში, ომი არ მოხდებოდა

მე ეს არაერთხელ მითქვამს - 2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში, ეს ომი არ მოხდებოდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "უპასუხისმგებლო მთავრობამ" ქვეყანას თავიდან ომი ვერ აარიდა. 

"აგვისტოს ომი იყო, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, მაშინდელმა უპასუხისმგებლო მთავრობამ ვერ მოახერხა ამ ომის თავიდან არიდება. მეც არაერთხელ მითქვამს - 2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში, ეს ომი არ მოხდებოდა.

ჩვენ კარგად ვიცით და ბოლო პერიოდის განმავლობაში, საზოგადოებას ღიად ვესაუბრებოდით იმ რისკების შესახებ, რომლის წინაშეც გვიწევდა გამკლავება. საფრთხე იყო საკმაოდ რეალური, ეს არ იყო მოგონილი. იყო საფრთხე ქვეყნის დესტაბილიზაციის. ქვეყნის შიგნით მოქმედი რადიკალური ჯგუფები და მტრული ძალები პირდაპირ იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანა ჩაბმულიყო საომარ ვითარებაში. ჩვენ, ვინაიდან და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილებები, ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ჩვენ ხალხსა და ქვეყანას დაატყდეს თავს, ეს არის ომი, ეს ყველაზე დიდი განსაცდელი თავიდან ავარიდეთ და ავირიდეთ",- თქვა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics