00:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-15 16:52:56, 958 ნახვა

მსოფლიო
კაია კალასი - შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ უკრაინა მხარდაჭერის გარეშე არ დარჩება

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი უნგრეთის მიერ, უკრაინისთვის გამოყოფილი 50 მილიარდის ოდენობის დახმარების პაკეტის დაბლოკვას გამოეხმაურა.

როგორც კალასმა აღნიშნა, უკრაინა მხარდაჭერის გარეშე არ დარჩება და სავარაუდოდ, იანვარში, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რათა უკრაინის დახმარების პაკეტზე შეთანხმება მიღწეული იქნას.

"შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ უკრაინა მხარდაჭერის გარეშე არ დარჩება. იყო 26-ის ძლიერი ნება ამ მხარდაჭერისთვის და იყო სხვადასხვა გზა, თუ როგორ შეგვეძლო ამის გაკეთება. ალბათ, კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება - შესაძლოა, იანვარში, ამაზე შეთანხმების მისაღწევად", - განაცხადა კალასმა.

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის გამოყოფილი ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი დაბლოკა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics