01:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-13 09:38:49, 647 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - უკრაინამ ყველა რეკომენდაცია შეასრულა, რათა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს

უკრაინამ ყველა რეკომენდაცია შეასრულა, რათა დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკიმ რუსეთის ზეწოლაზეც ისაუბრა და ამ კუთხით ვაშინგტონის ხელმძღვანელობის გადამწყვეტ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

"უკრაინამ შეასრულა ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია, რაც დაკავშირებულია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან და ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ევროპელ ლიდერებთან ჩვენი ერთობლივი ნაბიჯების, სანქციების და პოლიტიკური ძალისხმევის შესახებ რუსეთზე ზეწოლის მიზნით. ამერიკის ხელმძღვანელობა გადამწყვეტია ამ ერთიანობის შენარჩუნებაში",- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებს 11 დეკემბერს ესტუმრა. ეს ზელენსკის აშშ-ში რიგით მესამე ვიზიტია უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინტონში ბოლოს მიმდინარე წლის სექტემბერში იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics