01:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-13 08:59:53, 1878 ნახვა

მსოფლიო
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა არასავალდებულო რეზოლუცია, რომელიც ღაზაში სასწრაფოდ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, რეზოლუციას მხარი 153 წევრმა ქვეყანამ დაუჭირა, 10 წინააღმდეგი იყო, 23-მა კი თავი შეიკავა.

გამოცემის ცნობითვე, გაეროში ისრაელის წარმომადგენელმა, გილად ერდანმა რეზოლუციას „თვალთმაქცური“ უწოდა და განაცხადა, რომ მასში ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ არ არის ნახსენები.

„ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ სარგებელს მოუტანს ტერორისტებს, რომლებიც იპარავენ ჰუმანიტარულ დახმარებას საკუთარი თავისთვის”, - განაცხადა ერდანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics