01:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 20:46:58, 696 ნახვა

მსოფლიო
კირბი - ზუსტი დროა ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტისთვის, რათა უკრაინელებმა გაიგონ, რომ მხარდაჭერის გაგრძელებას ვაპირებთ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტისთვის ძალიან ზუსტი დროა, არა მხოლოდ რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან გაზრდილი აქტიურობის, არამედ კონგრესში არსებული ვითარების გამო, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

როგორც კირბი აღნიშნავს, ზუსტი დროა, უკრაინელებმა გაიგონ, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას აპირებს.

"ეს შანსია პრეზიდენტისთვის, პრეზიდენტ ზელენსკისგან ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ გაიგოს, ასევე შანსია ნათელი გავხადოთ პრეზიდენტ ზელენსკისთვის, უკრაინელი ხალხისთვის, რომ მათი მხარდაჭერის გაგრძელებას ვაპირებთ, განსაკუთრებით ასეთ რთულ დროს, რადგან ზამთრის მოახლოებასთან ერთად ახლა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან დრონებითა და რაკეტებით გაზრდილ თავდასხმებს ვხედავთ", - განაცხადა კირბიმ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში გუშინ, 11 დეკემბერს ჩავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics