02:21 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-11 09:20:31, 938 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი 12 დეკემბერს ზელენსკის თეთრ სახლში მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 12 დეკემბერს, თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ში ვოლოდიმირ ზელენსკის დღის წესრიგთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა, რომლის ცნობითაც, ქვეყნის მეთაური შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით 11 დეკემბერს ჩავა. 

"ზელენსკი ყურადღებას გაამახვილებს აშშ-ის, ევროპისა და მსოფლიოს ერთიანობის უზრუნველყოფაზე, რათა დაუჭირონ მხარი უკრაინას, დაიცვას თავი რუსული ტერორისგან, ასევე  საერთაშორისო წესრიგის განმტკიცებაზე, რომელიც დაფუძნებულია წესებსა და თითოეული ერის სუვერენიტეტის პატივისცემაზე.

ვაშინგტონში მოლაპარაკებების მთავარ თემებს შორის იქნება უკრაინასა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელება, კერძოდ, ერთობლივი პროექტები იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებისთვის",- ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ოფიციალურ ინფორმაციაში.

თავის მხრივ, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრა "ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას უკრაინის ხალხის მხარდასაჭერად".

ცნობისთვის, ეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ამერიკის შეერთებულ შტატებში რიგით მესამე ვიზიტია უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. ზელენსკი ვაშინტონში ბოლოს მიმდინარე წლის სექტემბერში იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics