03:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-08 11:18:04, 814 ნახვა

მსოფლიო
BBC - გაეროს უშიშროების საბჭო ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ რეზოლუციის პროექტს უყრის კენჭს

გაეროს უშიშროების საბჭო დღეს, 8 დეკემბერს ღაზას სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ რეზოლუციის პროექტს უყრის კენჭს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გაეროს წესდების 99-ე მუხლის გამოყენებით იშვიათი ნაბიჯი გადადგა.

აღსანიშნავია, რომ გაეროს წესდების 99-ე მუხლი გენერალურ მდივანს საშუალებას აძლევს, უშიშროების საბჭოს ყურადღება მიიქციოს ნებისმიერი საკითხისადმი, რომელმაც მისი აზრით, შეიძლება საფრთხე შეუქმნას საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

ამასთან, მედიასაშუალება წერს, რომ აღნიშნული ნაბიჯი, ათწლეულების განმავლობაში, გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობის არცერთ წარმომადგენელს არ გადაუდგამს.

BBC-ის ცნობითვე, რეზოლუციის პროექტი, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭომ კენჭი უნდა უყაროს, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მოამზადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics