03:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-07 13:28:40, 680 ნახვა

მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია Islamic Republic News Agency-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში იბრაჰიმ რაისი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

"ლიდერები ორმხრივ ურთიერთობებს, ეკონომიკურ კავშირებსა და რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ, თუმცა მთავარი თემა ღაზას სექტორში არსებული ვითარება იქნება",- წერს მედია.

ირანის პრეზიდენტის დელეგაციაში მაღალი რანგის პოლიტიკოსები და ეკონომისტები შედიან.

ცნობისთვის, ეს რუსეთში ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის მეორე ვიზიტი იქნება მას შემდეგ, რაც ის 2021 წლის აგვისტოში ქვეყნის პრეზიდენტი გახდა.

აღსანიშნავია, რომ რაისისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბოლო კომუნიკაცია 16 ოქტომბერს შედგა, როდესაც მათ სატელეფონო საუბრისას ღაზას სექტორში არსებული ვითარება განიხილეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics