03:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-07 08:49:53, 710 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაბლოკა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა დაბლოკა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, კანონპროექტმა სენატში გამართული პროცედურული კენჭისყრის დროს წინსვლისთვის საკმარისი ხმები ვერ მიიღო.

"კანონპროექტის მიღებისთვის 60 სენატორის ხმა იყო საჭირო. კანონპროექტს მხარი 51-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 49 წავიდა.

კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა ყველა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა და დამოუკიდებელმა სენატორმა, ბერნი სანდერსმა მისცა", - წერს გამოცემა.

გამოცემის ცნობითვე, კანონპროექტი 106 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებდა, საიდანაც 61 მილიარდი უკრაინის დახმარებისთვის იყო განკუთვნილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics