03:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-06 22:53:10, 873 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ვიდრე პრემიერის თანამდებობაზე ვარ, ღაზას სექტორი პალესტინის მთავრობის მმართველობაში არ გადავა

ვიდრე პრემიერის თანამდებობაზე ვარ, ღაზას სექტორი პალესტინის მთავრობის მმართველობაში არ გადავა, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ Twitter-ზე) წერს.

ნეთანიაჰუს თქმით,  "ვინც საკუთარ შვილებს ტერორს ასწავლის, ტერორს აფინანსებს და მხარს უჭერს ტერორისტების ოჯახებს, მათ არ შეუძლიათ, მართონ ღაზას სექტორი".

„იქამდე, ვიდრე მე პრემიერ-მინისტრი ვარ, ეს არ მოხდება. ვინც საკუთარ შვილებს ტერორს ასწავლის, ტერორს აფინანსებს და მხარს უჭერს ტერორისტების ოჯახებს, „ჰამასის“ განადგურების შემდეგ მათ არ შეუძლიათ, მართონ ღაზის სექტორი“, - წერს ბენიამინ ნეთანიაჰუ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics