03:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-06 16:17:18, 1006 ნახვა

მსოფლიო
IDF - ჯარისკაცებმა ღაზას სექტორში იარაღის ერთ-ერთი უდიდესი საწყობი აღმოაჩინეს

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, 460-ე ჯავშანსატანკო ბრიგადის და ნაჰალის ბრიგადის 50-ე ბატალიონის ჯარისკაცებმა, ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ოპერაციების დროს, "ჰამასის" იარაღის ერთ-ერთი უდიდესი სათავსო აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC-ის რუსულენოვანი სამსახური წერს.

IDF-ის ინფორმაციით, საავადმყოფოსა და სკოლის მახლობლად მდებარე სათავსოში ასობით RPG-ს, ათობით ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას, ასაფეთქებელ ნივთიერებებს, შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებსა და ყუმბარებს ინახავდნენ.

"ტერორისტების მთელი ინფრასტრუქტურა აღმოაჩინეს სამოქალაქო შენობების გვერდით. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად ცინიკურად იყენებს ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი" ღაზას სექტორის მცხოვრებლებს ფარად",- ამბობენ IDF-ში.

თავდაცვის ძალების ოფიციალური პირების განცხადებით, იარაღის ნაწილი განადგურდა, ნაწილი კი ისრაელში შემდგომი შესწავლისთვის გადაიტანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics