05:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-05 10:23:46, 1026 ნახვა

მსოფლიო
ბრაზილიის პრეზიდენტი - პუტინი მიწვეული იქნება G20-ის სამიტზე რიო-დე-ჟანეიროში, თუმცა, შესაძლოა, იქ დააპატიმრონ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიწვეული იქნება G20-ის სამიტზე რიო-დე-ჟანეიროში, თუმცა, ბრაზილიამ, შესაძლოა, ის დააკავოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ორდერით,- ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა.

ლულა და სილვას თქმით, პუტინმა ვიზიტის შესაძლო "შედეგი" წინასწარ უნდა შეაფასოს.

"თუ პუტინი მოვა ბრაზილიაში G20-ის შეხვედრაზე, მან იცის, რა შეიძლება მოხდეს",- ამბობს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, მარტში, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საკითხებში ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა. ყველა ქვეყანა, რომელმაც რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა, ვალდებულია, დააკავოს პუტინი, თუ ის მათ სახელმწიფოებს ესტუმრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics