2023-11-17 17:21:02, 641 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტში ციფრული იუსტიციის სახლის მობილურ აპლიკაციაზე ისაუბრა
ციფრული მმართველობის სააგენტოს ახალ პროექტზე, ციფრული იუსტიციის სახლის მობილურ აპლიკაციაზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტში ისაუბრა.
ბრეგაძის თქმით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, ცხოვრობს ის საქართველოს ტერიტორიაზე, თუ მის ფარგლებს გარეთ, იუსტიციის სახლის ნებისმიერი სერვისის მიღება უკვე მობილური ტელეფონის საშუალებით შეეძლება.
,,აქტიურად ვმუშაობთ ციფრული იუსტიციის სახლის პროექტზე. პრაქტიკულად წელს უკვე დასრულდება და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მცხოვრებს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ, შეეძლება იუსტიციის სახლის ნებისმიერი სერვისის მიღება უკვე მობილური ტელეფონის საშუალებით, პირდაპირ აპლიკაციის მეშვეობით“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),