05:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 16:27:06, 639 ნახვა

საზოგადოება
ბრეგაძე - სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ახალაიას, უგულავასა და მელიას დაკავება საქართველოს კანონმდებლობის და ევროპული კონვენციის მოთხოვნების სრული დაცვით განხორციელდა

საქართველოში არ არსებობენ პოლიტიკური პატიმრები და ამ საკითხით სპეკულაცია არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. ის პირები, რომლებიც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, მოქმედებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

იუსტიციის მინისტრმა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე ისაუბრა, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დაობდნენ.

„ისინი სტრასბურგის სასამართლოში ამტკიცებდნენ ერთსა და იმავეს, თითქოს მათი დაკავება პოლიტიკური მიზნებით განხორციელდა. 2022-23 წლებში გადაწყვეტილებები გამოცხადდა ბაჩო ახალაიას, გიგი უგულავასა და ნიკანორ მელიას საქმეებზე. სამივე საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მათი დაკავება საქართველოს კანონმდებლობის და ევროპული კონვენციის მოთხოვნების სრული დაცვით განხორციელდა. შესაბამისად, არანაირ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ ჰქონია ადგილი. პასუხი არის მარტივი – საქართველოში არ არსებობენ პოლიტიკური პატიმრები და ამ საკითხით სპეკულაცია არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics