18:59 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 19:14:22, 714 ნახვა

პოლიტიკა
ISFED - ღარიბაშვილის Facebook გვერდის რეკლამირებისთვის, 1-ლი ივლისიდან 28 სექტემბრის ჩათვლით, 20 102 აშშ დოლარი დაიხარჯა

Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, 2023 წლის 1 ივლისიდან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში Facebook-ისა და Instagram-ის პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 558-მა გვერდმა განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშოშორისო საზოგადოება" (ISFED) ავრცელებს.

როგორც ორგანიზაცია წერს, დაკვირვების პერიოდში რეკლამებს ყველაზე აქტიურად მედიასაშუალებებისა და  პოლიტიკური პარტიების/პოლიტიკოსების გვერდები ათავსებდნენ.

1-ლი ივლისიდან 28 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის Facebook გვერდის რეკლამებისთვის 20,102 აშშ დოლარი დაიხარჯა. მას მოჰყვება "ქართული ოცნების" გვერდი, რომლის რეკლამირებისთვისაც 15,869 აშშ დოლარი დაიხარჯა. მესამე ადგილს იკავებს საქართველოს მთავრობის გვერდი, რომელმაც რეკლამებში 11,242 აშშ დოლარი დახარჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics