15:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 15:17:14, 775 ნახვა

საზოგადოება
ჯაღმაიძე - სინოდზე მიმოხილული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ტაძრების მდგომარეობა, პოლიტიკური და საომარი ვითარებები

მიმოხილული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ტაძრების მდგომარეობა, ასევე პოლიტიკური და საომარი ვითარებები, რაც ჩვენი რეგიონის ახლომახლო და სამეზობლოდ ხდება, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჯაღმაიძის თქმით, სინოდზე არ განხილულა "მძიმე საკითხები", რომელთა შორისაა, პატრიარქის გადადგომა და ტახტის მოსაყდრე შიოსთვის უფლებამოსილების გაზრდა.

"ის მძიმე საკითხები, რომელზეც იყო საუბარი, არ გამართლდა მორიგ ჯერზე, ამიტომ, დავიმახსოვროთ ეს ყველამ ერთად და ტყუილად ნუ შევიყვანთ მოსახლეობას შეცდომაში.

მიმოხილული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ტაძრების მდგომარეობა, იმ ეპარქიების მდგომარეობა, სადაც ოკუპაციის ხაზი გადის, მიმოხილული იყო ეპარქიები, რომლებიც მაღალმთიან რეგიონში არის განთავსებული, ასევე, ზოგადად, იყო პოლიტიკური და საომარი ვითარებები განხილული, რაც ჩვენი რეგიონის ახლომახლო და სამეზობლოდ ხდება. ეს საკითხები იყო ძირითადად", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, სინოდის სხდომა წელს მეორედ ჩატარდა, პირველად წმინდა სინოდი მიმდინარე წლის 14 თებერვალს შეიკრიბა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics