15:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 14:19:46, 680 ნახვა

საზოგადოება
მცენარეთა გენეტიკური რესურსების შეგროვების მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ექსპედიცია გაიმართა

​სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ადგილობრივების საკარმიდამო ნაკვეთებიდან, 106 ნიმუში შეაგროვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ექსპედიციის ფარგლებში, 30 ადგილიდან შეგროვდა სიმინდის 22, ლობიოს 70, ძაძას 1, მუხუდოს 1 და ცულისპირას 1 ნიმუში, რომლებიც შრობის პროცესს გაივლის და გენბანკში შესანახად მომზადდება.

„ნიმუშების შეგროვება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საგრანტო დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტი 4 წლის განმავლობაში საქართველოს 8 რეგიონში განხორციელდება. მისი მთავარი მიზანი საქართველოში სამიზნე კულტურების კოლექციების არსებული მდგომარეობის შესწავლა, მცენარეთა გენეტიკური ბანკის კოლექციის გამდიდრება და საქართველოს სხვადასხვა დროს გატანილი და უცხოურ გენბანკში განთავსებული სამიზნე კულტურების გენეტიკური რესურსების დაბრუნებაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics