|
2023-10-26 19:47:25, 619 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე - „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში დისკუსია დღეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა, რომლებიც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს მნიშვნელობას რეგიონში
„თემატური დისკუსიები, რომლებიც „აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში დღეს მთელი დღის განმავლობაში გაიმართა და ხვალაცა არის დაგეგმილი, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა, რომლებიც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს, როგორც ჰაბის მნიშვნელობას რეგიონში", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. მისი თქმით, დღევანდელი დისკუსიის მთავარი საკითხები იყო: თუ როგორ უნდა გახდეს ვაჭრობა უფრო ლიბერალური ქვეყნებსა და რეგიონებს შორის, როგორ აღმოიფხვრას როგორც სატარიფო, ისე არასატარიფო ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის ქვეყნებს შორის ვაჭრობას. ასევე მნიშვნელოვანი იყო ტურიზმის და ენერგეტიკის მიმართულება და ენერგოუსაფრთხოება, რაც, მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე უფრო და უფრო აქტიური ხდება, მათ შორის ევროპის კონტინენტზე. „შესაბამისად, საქართველო ამ კუთხით იკავებს სულ უფრო მნიშვნელოვან როლს. შუა დერეფანი და ტვირთების მოზიდვა - ეს იყო ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც დისკუსია გაიმართა. ამ მხრივ ჩვენ კონკრეტული შედეგიც გვაქვს - ხელი მოვაწერეთ „შუა დერეფნის" სამი ქვეყნის რკინიგზებს შორის - ყაზახეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი საწარმოს შექმნას. წესდებაზე ხელი მოვაწერეთ, ჩამოყალიბების შემდეგ სამი ქვეყნის ერთობლივი საწარმო შუა დერეფანში დამატებითი ტვირთების მოზიდვას შეუწობს ხელს და რაც მნიშვნელოვანია, „ერთი ფანჯრის" პრინციპით მოხდება მომსახურების მიწოდება. ეს კიდევ უფრო გაზრდის დერეფნის მნიშვნელობას", - განაცხადა გენადი არველაძემ. მინისტრის მოადგილე დარწმუნებულია, რომ ასევე მნიშვნელოვანი იქნება ფორუმის ხვალინდელი დღეც - შედგება საინვესტიციო პანელი და დისკუსია მის ფარგლებში. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორი ხვალ უშუალოდ მოახდენს იმ გამოცდილების გაზიარებას, თუ რამდენად ხელსაყრელია კონკრეტული მიმართულებით ინვესტირება ჩვენს ქვეყანაში. „უკვე დადასტურებულია, რომ ხვალ ასევე 200-ზე მეტი ორმხრივი შეხვედრა შედგება ბიზნესებს შორის, რაც დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტულ შედეგებს მოიტანს", - აცხადებს გენადი არველაძე.
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)