|
2023-10-25 18:42:04, 640 ნახვა
ეკონომიკა
ღიდა ფაქრი - თბილისში შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს შეუძლიათ აჩვენონ რეგიონს, რის გაკეთებას აპირებენ „შუა დერეფნის“ განვითარებისთვის
მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები თბილისში, მონაწილეობას მივიღებ აბრეშუმის გზის ფორუმში და მოდერატორობას გავუწევ ფორუმის გახსნით სესიას, ასევე, კიდევ ერთ სესიას, რომელიც ეძღვნება „შუა დერეფნის" მზარდ მნიშვნელობას. ვფიქრობ, ეს ზუსტად ის მომენტია, როდესაც თბილისში შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს შეუძლიათ რეალურად აჩვენონ რეგიონს, რის გაკეთებას აპირებენ „შუა დერეფნის“ განვითარებისთვის, - ამის შესახებ საერთაშორისო სამაუწყებლო ჟურნალისტი, ღიდა ფაქრი აცხადებს, რომელიც 26 ოქტომბერს თბილისში, აბრეშუმის გზის ფორუმის გამხსნელ ღონისძიებას გაუძღვება. მისივე შეფასებით, ძალიან დროულია დისკუსიების გამართვა მსოფლიო ლიდერებისა და რეგიონის მაღალჩინოსნების მონაწილეობით თბილისში - ქალაქში, რომელიც, მისი განცხადებით, ისტორიის მანძილზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს უძველესი აბრეშუმის გზის ფუნქციონირებაში. „ეს არის ქალაქი, რომელიც მონდომებულია ააღორძინოს ძალიან სასარგებლო, თანამედროვე და პერსპექტიული ახალი აბრეშუმის გზა. ვფიქრობ, ეს ზუსტად ის მომენტია, როდესაც მსოფლიო ლიდერებს შეუძლიათ რეალურად აჩვენონ რეგიონს, სხვა დაინტერესებულ მხარეებს, თუ რის გაკეთებას აპირებენ „შუა დერეფნის“ განვითარებისთვის, როგორ გეგმავენ გაუმკლავდნენ დარჩენილ გამოწვევებს და როგორ იღვწიან ამ ახალი შესაძლებლობებისთვის", - აღნიშნა ფაქრიმ. აბრეშუმის გზის ფორუმის მთავარი პანელი სახელწოდებით Increasing Role of the Middle Corridor, რომელსაც მოდერატორობას ღიდა ფაქრი გაუწევს, 26 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიხსნება. წლევანდელ ფორუმზე, რომელშიც 2000-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს მსოფლიოს 60-მდე ქვეყნიდან, დაგეგმილია 10-ზე მეტი სესია, სადაც ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. ფორუმის მეორე დღე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას დაეთმობა, ასევე შედგება ორმხრივი ბიზნესშეხვედრები. ღიდა ფაქრის მსოფლიოს წამყვან ტელევიზიებთან თანამშრომლობის 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. იგი იყო TRT World-ის ფლაგმანი ამერიკული პოლიტიკური გადაცემების (Inside America with Ghida Fakhry, Bigger than Five) წამყვანი და აღმასრულებელი პროდიუსერი. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ღიდა მოდერატორობას უწევდა მაღალი დონის პანელებს, სადაც მონაწილეობდნენ მსოფლიო ლიდერები, ნობელის პრემიის ლაურეატები, წამყვანი ეკონომისტები, პოლიტიკოსები, უფლებადამცველები და ცნობილი ხელოვანები. ფაქრი უძღვებოდა მაღალი დონის პანელებს ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, როგორებიცაა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსსა და სამხრეთ აფრიკაში, ასევე ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მსოფლიო სამიტი და სხვა.
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)