07:46 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-25 11:38:42, 753 ნახვა

მსოფლიო
The Times Of Israel - „ჰეზბოლას“, „ისლამური ჯიჰადისა“ და „ჰამასის“ ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ

ლიბანური ტერორისტული ორგანიზაცია "ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა ბეირუთში, "ჰამასისა" და პალესტინის "ისლამური ჯიჰადის" ლიდერებს, სალეჰ ალ-არურსა და ზიად ნახალეს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.

The Times Of Israel-ის ცნობით, ლიდერებმა ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენები განიხილეს, მათ შორის ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე მიმდინარე შეტაკებები.

მედიის ცნობითვე, ტერორისტული ორგანიზაციებს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ კოორდინაციას და მოვლენებს რეგულარულად დააკვირდებიან.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. 

იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.

8 ოქტომბერს, ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა.

იმავე დღეს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა.

ამასთან, 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics