10:20 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-23 09:43:53, 908 ნახვა

მსოფლიო
ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანების მეორე კოლონა შევიდა

ღაზას სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანების მეორე კოლონა შევიდა. აღნიშნულის შესახებ გაეროს ჰუმანიტარული სამსახურის ხელმძღვანელი მარტინ გრიფიტსი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელით ღაზაში კიდევ 14 სატვირთო შევიდა.

„იმედის კიდევ ერთი ნაპერწკალი მილიონობით ადამიანისთვის, რომლებსაც უკიდურესად ესაჭიროებათ ჰუმანიტარული დახმარება“, - წერს გრიფიტსი.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, ეგვიპტე უარს ამბობდა, კორიდორი გაეხსნა პალესტინელი ლტოლვილებისთვის, რომლებიც ღაზას სექტორის დატოვებას ცდილობდნენ. ამასთან, ოფიციალური კაირო აშშ-სთან ღაზას სექტორის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დერეფნის გახსნას განიხილავდა.

ამასთან, 18 ოქტომბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მისი ტერიტორიიდან ღაზას სექტორისთვის, სანამ არ გათავისუფლდებიან ტერორისტული ჯგუფების მიერ გატაცებული მძევლები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics