23:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-19 23:19:04, 912 ნახვა

საზოგადოება
PHR - სექსუალური შევიწროების ბრალდების გამო, ქალთა საფეხბურთო კლუბ „მართვეს“ ყოფილ მწვრთნელს UEFA-მ ლიცენზია შეუჩერა

სექსუალური შევიწროების ბრალდების გამო, UEFA-მ ქალთა საფეხბურთო კლუბის, "მართვეს" ყოფილ მწვრთნელს, პაატა დოგრაშვილს სამწვრთნელო ლიცენზია გაუუქმა, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, ფედერაციამ გადაწყვეტილება გუნდის ფეხბურთელების მიერ სამართლებრივი ბრძოლის საფუძველზე მიიღო. 

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა გვაცნობა, რომ ქალთა საფეხბურთო კლუბი "მართვეს" ყოფილ მწვრთნელს, პაატა დოგრაშვილს, UEFA-ს მითითების შესაბამისად მწვრთნელის ლიცენზია გაუუქმდა. ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელი ქალების მიერ დაწყებული სამართლებრივი ბრძოლის საფუძველზე მიიღო, რომელთაც სასამართლოში PHR-ის ადვოკატები წარმოადგენდნენ. PHR-ი ელის ფედერაციისგან სიახლეს ქალთა საფეხბურთო კლუბ "ნიკეს" მწვრთნელის - გივი კვარაცხელიას ლიცენზიის გაუქმების შესახებ. აღნიშნული მწვრთნელის მიერ ჩადენილი სექსუალური შევიწროება სასამართლოს ორმა ინსტანციამ დაადასტურა - ფეხბურთელი ქალების ბრძოლისა და PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად", - წერს ორგანიზაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics