11:45 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-19 15:15:46, 636 ნახვა

მსოფლიო
რიში სუნაკი იერუსალიმში ისააკ ჰერცოგს შეხვდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი იერუსალიმში ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. 

სუნაკმა ისრაელში ტერორიზმის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო მწუხარება გამოთქვა.

მანვე ჰერცოგს უთხრა, რომ დიდი ბრიტანეთი ისრაელის სოლიდარულია და ცნობს მის უფლებას, დაიცვას თავი საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით. 

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ისრაელში დღეს, 19 ოქტომბერს ჩავიდა. როგორც ცნობილია, ამის პარალელურად, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი აღმოსავლურ ტურნეს მართავს, რომლის ფარგლებშიც, ისრაელის საკითხზე ეგვიპტეში, თურქეთსა და კატარში ოფიციალურ პირებს ხვდება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics