23:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-19 12:36:31, 829 ნახვა

საზოგადოება
მე-3 კვარტალში, რეადმისიის ფარგლებში, საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს

2023 წლის მე-3 კვარტალში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 1 070 პირზე გაიცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღნიშნულ სამ თვეში რეადმისიის სულ 1 074 განცხადების განხილვა მოხდა, აქედან კი, 1 070-ზე თანხმობა, ხოლო 4-ზე უარი გაიცა.

აღსანიშნავია, რომ 1 070 პირიდან 635 მამრობითი, 197 მდედრობითი, 238 კი, არასრულწლოვანი იყო.

რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით მონაცემებს, ყველაზე მეტი მოქალაქე საქართველოში გერმანიიდან დააბრუნეს - მათი რიცხვი 696-ია. შემდეგი ოთხეული კი, ასე გამოიყურება:

საფრანგეთი - 136; შვეიცარია - 48; საბერძნეთი - 33; პოლონეთი - 30.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics