23:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-19 12:37:34, 639 ნახვა

საზოგადოება
ჩუღურეთში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ჩუბინაშვილის N5/ჩიქობავას N42-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოები თბილისის მერის მოადგილემ კახა გულედანმა, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა დავით მაქაცარიამ და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერეს. ისინი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ.

„პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველი გამაგრდება, კედლები მოეწყობა, ლითონის ელემენტებით ფანჯრები და კარის ღიობები მოჩარჩოვდება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტები ჩაისმება, ბზარები დამუშავდება და სპეციალური მასალით შეივსება. ასევე, მოეწყობა სეისმური სარტყელი.

სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 475 000 ლარია.

სახლების გამაგრების პროექტი რაიონში 6 მისამართზე დასრულდა და 7-ზე მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics