17:31 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-13 09:39:38, 691 ნახვა

მსოფლიო
ისრაელი მოუწოდებს გაეროს, 24 საათის განმავლობაში ღაზას ჩრდილოეთით მყოფი მოსახლეობის სამხრეთში ევაკუაცია განახორციელოს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) შეატყობინეს გაეროს, რომ 24 საათის განმავლობაში, ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მყოფი პალესტინელი მოსახლეობის ევაკუაცია სამხრეთ ღაზაში უნდა მოხდეს. როგორც CNN იტყობინება, ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.

დუჟარიკის თქმით, გაფრთხილება ასევე ეხებოდათ გაეროს თანამშრომლებსა და ორგანიზაციის დაწესებულებებში თავშეფარებულებს.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეუძლებლად მიიჩნევს, რომ ასეთი მოძრაობა განხორციელდეს დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე... გაერო მტკიცედ მოუწოდებს ნებისმიერი ასეთი ბრძანების გაუქმებას, რათა თავიდან იყოს აცილებული ის, რაც შეიძლება გარდაიქმნას ტრაგედიიდან კატასტროფულ სიტუაციად“,- ამბობს დუჟარიკი.

ცნობისთვის, უცხოური მედია იტყობინება, რომ არსებობს ვარაუდი, რომლის მიხედვითაც, ისრაელი ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას გეგმავს და მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ თავდაცვის ძალების გაფრთხილებაც სწორედ ამას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics