17:31 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-12 18:35:28, 709 ნახვა

მსოფლიო
​IDF-ის ხელმძღვანელი - ისრაელი თავდაცვის ძალებმა შაბათის თავდასხმა ვერ აღკვეთეს, გამოვიძიებთ, მაგრამ ახლა ბრძოლის დროა

ისრაელის თავდაცვის ძალები პასუხისმგებელია ქვეყნისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და შაბათს დილით ღაზას სექტორთან მიმდებარე რაიონში ჩვენ ამას ვერ გავუმკლავდით. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა, ჰერცი ჰელევმა გნაცხადა.

მისივე თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები აკეთებენ ყველაფერს, რათა "ჰამასის" მიერ გატაცებული მძევლები ქვეყანაში დააბრუნოს.

"ისრაელის თავდაცვის ძალები პასუხისმგებელია ქვეყნისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და შაბათს დილით ღაზის სექტორთან მიმდებარე რაიონში ჩვენ ამას ვერ გავუმკლავდით. შევისწავლით, გამოვიძიებთ, მაგრამ ახლა ომის დროა.

ხუთი დღე გავიდა სასტიკი ინციდენტის შემდეგ. ჰამასის მკვლელი ტერორისტების, ადამიანის ცხოველების მიერ ჩვენი შვილების, ჩვენი ცოლებისა და ჩვენი ხალხის ხოცვა-ჟლეტა არის ცხოველური და არაადამიანური. IDF ებრძვის დაუნდობელ ტერორისტებს, რომლებმაც ჩაიდინეს წარმოუდგენელი ქმედებები", - განაცხადა IDF-ის ხელმძღვანელმა.

ბოლო მონაცემებით, ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 400-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ისრაელს, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში "ჰამასის" თავდასხმას 1 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics