17:31 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-12 16:54:05, 665 ნახვა

მსოფლიო
ბლინკენი ისრაელს - თქვენ, შესაძლოა, ძლიერები იყოთ საკუთარი თავის დაცვისას, თუმცა ვიდრე აშშ არსებობს, მარტო არასდროს იქნებით

თქვენ, შესაძლოა, საკმარისად ძლიერები იყოთ საკუთარი თავის დაცვისას, თუმცა, ვიდრე აშშ არსებობს, თქვენ არასდროს იქნებით მარტო, ჩვენ ყოველთვის თქვენს მხარეს ვიქნებით, - ამის შესახებ თელ-ავივში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბლინკენის თქმით, აშშ მუშაობს მძევლების გათავისუფლების საკითხზე და მკაფიოდ აფრთხილებს რეგიონში მოქმედ სხვა ძალებს, რომ კონფლიქტში არ ჩაერთონ.

„ჩვენ ვასრულებთ პირობას. გამარაგებთ საბრძოლო მასალებით "რკინის გუმბათის" მარაგების შესავსებად, ასევე სხვა სამხედრო ტექნიკით. აშშ-ის სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი უკვე ჩამოვიდა ისრაელში და დანარჩენი გზაშია. ისრაელის თავდაცვის საჭიროებების განვითარებასთან ერთად, ჩვენ ვიმუშავებთ კონგრესთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ისინი დაკმაყოფილებული იქნება. შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენს კონგრესში არის აბსოლუტური, ორპარტიული მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ“, - განაცხადა ბლინკენმა.

ბოლო მონაცემებით, ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 203-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ისრაელს, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში "ჰამასის" თავდასხმას 1 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics