03:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-12 10:51:41, 659 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევნების ელექტრონულად ჩატარებასთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა. შეხვედრას საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე შოთა ტყეშელაშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე პროკურორთა კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ საპროკურორო საბჭოს არჩევნებზე ისაუბრეს, სადაც საქართველოს პროკურატურის პროკურორები და გამომძიებლები საბჭოს 5 ახალ წევრს ელექტრონული არჩევნების წესით პირველად აირჩევენ.

"ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გენერალურ პროკურორს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების უპირატესობების შესახებ და მას პროცესთან დაკავშირებული ტექნიკური და პროცედურული საკითხები გააცნო.

გენერალურმა პროკურორმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ საპროკურორო საბჭოს არჩევნებზე ხმის დათვლის თანამედროვე, ელექტრონული სისტემის გამოყენება ხელს შეუწყობს როგორც ადამიანური რესურსისა და დროის დაზოგვას, ასევე შედეგების მიმართ სანდოობისა გამჭვირვალობის გაზრდას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საარჩევნო პროცესებში ინოვაციებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით საქართველოს პროკურატურასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის მჭიდრო კოორდინაციას ითვალისწინებს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics