16:56 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-11 16:40:50, 1613 ნახვა

ომი უკრაინაში
ბელგიის პრემიერი - გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინას 1,7 მილიარდ ევროს გადავცემთ

ბელგიამ, 1,7 მილიარდი ევროს ოდენობით, უკრაინის მხარდასაჭერად შექმნა სპეციალური ფონდი, რომელიც ქვეყანაში გაყინული რუსული აქტივების დაბეგვრის შედეგად შეივსება,- ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე დე კროომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ბრიუსელი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას სამ სფეროში, რომელთაგან პირველი-ორი სამხედრო დახმარებას, მესამე კი, ეკონომიკურ სანქციებს ეხება.

"მესამე არის უკრაინის მხარდაჭერის ფონდის შექმნა 1,7 მილიარდი ევროს მოცულობით... ამ ფონდის წყარო იქნება ბელგიაში გაყინული მილიარდობით დოლარის რუსული აქტივები. ფონდი გამოყენებული იქნება სამხედრო ტექნიკის შესაძენად, ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის, ევროპის მშვიდობის ფონდისთვის, მაკროფინანსური დახმარებისთვის და ა.შ."- განაცხადა ალექსანდრე დე კროომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics