21:54 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-09 09:09:49, 714 ნახვა

მსოფლიო
The Times of Israel - ისრაელის სამხედრო საზღვაო ძალებმა „ჰამასის“ მეთაურის მოადგილე ტყვედ აიყვანეს

ისრაელის სამხედრო საზღვაო ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" მეთაურის მოადგილე მუჰამედ აბუ გალი ტყვედ აიყვანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

The Times of Israel-ის ცნობით, ის საზღვაო ძალების "შაიეტ 13 ქვედანაყოფმა" დააკავა.

"ბრალდებული დაკავებულია და ამჟამად თავდაცვის დაწესებულებაში იკითხება",- აცხადებენ ისრაელის თავდაცვის უწყებაში.

 შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს, ხოლო 8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ისრაელზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics