23:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-07 18:12:32, 860 ნახვა

მსოფლიო
CNN - ისრაელის საპასუხო კონტრშეტევას 198 პალესტინელი ემსხვერპლა, ხოლო 1 610 დაშავდა

ისრაელის საჰაერო თავდასხმებს 198 პალესტინელი ემსხვერპლა, 1 610-მდე ადამიანი კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ამ ეტაპზე უცნობია დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად მოხდა დაღუპვა და არიან თუ არა დაღუპულებს შორის ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" წევრები.

ცნობისთვის, დღეს, 7 ოქტომბერს ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. 

მოგვიანებით, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა", რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა, რის შედეგადაც ისრაელში 100 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 800 დაშავდა.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორიდან მოულოდნელი თავდასხმის საპასუხოდ კონტრშეტევა დაიწყეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics