11:58 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-05 17:55:43, 625 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ზურაბიშვილის წარმომადგენლებს - სამარცხვინო ქალბატონია თქვენი პრეზიდენტი

სამარცხვინო ქალბატონია თქვენი პრეზიდენტი,- ასე მიმართა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგინების ავტორმა, ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლებს - თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.

ჩუგოშვილის კითხვაზე, რა არის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი, კობახიძემ განაცხადა, რომ მიზეზი კონსტიტუციის დარღვევაა.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია, რომელიც გეგმავს რევოლუციურ პროცესებს, არიან ალიანსში. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიცია სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით... იმპიჩმენტის აღძვრის მიზეზი სამართლებრივი იყო... სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ უპირისპირდება არა მხოლოდ 52-ე მუხლს - საერთოდ ყველა მუხლს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის არის სამარცხვინო",- თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში "პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი კონსტიტუციური წარდგინების განხილვა მესამე დღეა მიმდინარეობს.

"ოცნებამ" ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება 1-ელ სექტემბერს მიიღო.

კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 12 სექტემბერს მიმართეს.

14 სექტემბერს, წარდგინება კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა.

19 სექტემბერს კი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics