21:41 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-04 13:33:22, 627 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა Tax Stamp & Traceability-ის ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა, ლევან დგებუაძემ Tax Stamp & Traceability-ის პროექტის ფარგლებში გამართული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.   

უწყების ცნობით, მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ როგორც აქციზური, ისე არააქციზური საქონლის მარკირება მნიშვნელოვანი პროცესია და მისი მიზანია, აღნიშნულ სფეროში აღრიცხვიანობის მოწესრიგება, ხოლო რაც შეეხება, ადმინისტრირების პროცესს ის ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობით  უნდა განხორციელდეს. 

"შეხვედრის ფარგლებში, გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს უფროსმა,  თეონა შიუკაშვილმა,  მარკირების პროცედურებზე, ასევე ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და წარმატებული გამოცდილების შესახებ, მომზადებული პრეზენტაცია წარადგინა და მონაწილეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

აღნიშნული ფორუმი წელიწადში ერთხელ იმართება და საქართველომ მას პირველად უმასპინძლა. ფორუმს სხვადასხვა ქვეყნის საგადასახადო ადმინისტრაციების  150-მდე მონაწილე  და კერძო სექტორის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics